ლელა ოკუჯავა–ანჯაფარიძე
დავიბადე 1964 წლის 27 ივლისს ქ. სოხუმში.
1988 წელს დავამთავრე აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით მათემატიკა - სასკოლო მათემატიკის საფუძვლების სპეციალიზაციით.1987–1993 წლებში ვმუშაობდი სოხუმის ერთ–ერთ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.აფხაზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ თბილისში. 2003 წლის სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ
ქ. თბილისის მ. გრუშევსკის სახელობის ქართულ–უკრაინულ 41–ე საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. ვასწავლი როგორც დაწყვებითი ისე საბაზო საფეხურის კლასებს. სკოლის სახელწოდებიდან მიხვდებით,რომ სწავლება ორ ენაზე(ქართული და უკრაინული) მიმდინარეობს,გამონაკლისია მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები, რომლებიც ქართულ ენაზე მიგვყავს და ამიტომაც თუ გაკვეთილზე ზის უკრაინულენოვანი მოსწავლე, მე ვალდებული ვარ მას გაკვეთილი საკუთარ ენაზე ან რუსულად ავუხსნა, ესეიგი ფაქტიურად ხშირ შემთვევაში გაკვეთილზე ორ–სამ ენაზე მიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე ,ამ სკოლაში მუშაობა საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მე ვალდებული ვარ მუდამ ვიზრუნო პროფესიულ განვითარებაზე.
ამ მიზნით გავიარე რამდენიმე ტრენინგი: „ ვისწავლოთ და ვასწავლოთ რელიგიური ტოლერანტობა“, „ აქტიური სწავლა და კრიტიკული აზროვნება სკოლაში“ ( თან ახლავს სერტიფიკატი), ბილინგური სწავლების მეთოდები და სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი პროფესიულ უნარებში „ კრიტიკული აზროვნება წერა კითხვა“ , ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საცდელი გამოცდა და მომენიჭა სერტიფიკატი. აგრეთე გავიარე სემინარი სახელწოდებით : „ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომლის დასრულებისას გავაცნობიერე ისტ–ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში და შემიძლია აქტიურად გამოვიყენო თანამდეროვე ტექნოლოგიები სწავლა–სწავლების დროს.
ვარ სამეურვეო საბჭოს წევრი, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის გამგე. ყოველწლიურად ვატარებ მათემატიკის კვირეულს „მათემატიკა ცუდი ნიშნის გარეშე“, რომლის პროგრამის გათალისწინებით ჩატარებული მაქვს რამდენიმე ღია გაკვეთილი: პირველი კლასი, მეორე კლასში ქართულ ენასთან ინტეგრირებული გაკვეთილი ( წელიწადის დროები და კალენდარი) მეშვიდესა და მეცხრე კლასებში. აგრეთე ვუკეთებ ოპრგანიზაციას სხვადასხვა კონფერენციებს. ჩემი მოსწავლეები სისტემატიურად ღებულობენ მონაწილეობას დემირელის სახელობის სკოლაში ჩატარებულ ტესტირებაში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო თამაშში „კენგურუ“.
საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ჩემს სადამირგებლო მერვე კლასს. აღმზრდელობითი სამუშაო გეგმიდან გამომდინარე ხშირად მაქვს საუბარი მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო თემებზე, ისინი მუდამ ღებულობენ მონაწილეობას საერთო სასკოლო ღონისძიებებში. მაქვს ახლო ურთიერთობა მშობლებთნ, რაც ძალიან მეხმარება მათთან მუშაობაში.
სასკოლო სახელმძღვანელოები შერჩეული მაქვს კათედრის წევრებთნ შეთანხმებით:
III კლ. – ირინა რუხაძე. მათემატიკა
IV, V, VII, VIII, IX, კლ. – ვეფხვაძე, გოგიშვილი, მებონია, ქურჩიშვილი.მათემატიკა. საკონტროლოებსა და ტესტებს ვადგენ მე თვითონ, რომელსაც შემდეგ ვათანხმებ კათედრის წევრებთან. ქართული სახელმძღვანელოების გარდა ვიყენებ უკრაინულ სახელმძღვანელოებსაც, რომლებიც საჩუქრად გამოგვეცემა უკრაინის განათლების სამინისტროდან და ბოლოს მინდა გითხრათ ძალიან მიყვარს ბავშვები და ჩემი პროფესია, დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ მოსწავლეებს უყვართ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები.
Thursday, December 17, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)